1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1912 წელს წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილების მაღაზიას სესხის სახით მიეცა 250 მანეთი, ილია ზარაფიშვილის საქმეზე მოწვეულ ვექილს გზის ფულად – 30 მანეთი, მთავარ გამგეობას – 1911 წლის შემოსავლის (527 მანეთი) 20 %, კერძოდ, 105 მანეთი და 40 კაპიკი. ილია ჭავჭავაძის წისქვილის შეკეთება 150 მანეთი დაჯდა, თელავის განყოფილების სკოლას მოხმარდა 191 მანეთი და 18 კაპიკი, წვრილმა ხარჯებმა, საკანცელარიო, საფოსტო და სხვ. შეადგინა 35 მანეთი და 35 კაპიკი. სულ 1912 წელს დაიხარჯა 861 მანეთი და 93 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25589 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25589]; წვდომის თარიღი: 2019-10-15