1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, კოშკთან, მდებარეობდა ხის ღობით შემოფარგლული სათბური, საკმაოდ კარგად შემონახული. ეზოს გაყოლებაზე აღმოსავლეთის მხრიდან, ძველი კარ-მოდამოდან გზამდე და სამხრეთის მხრიდან, ეკლესიიდან ეზომდე გადაჭიმული იყო ბოსტანი და ხეხილის ბაღი, ხეხილის 50 ნარგავით. დასავლეთიდან ტერიტორია შემოზღუდული იყო ქვის კედლით, მეორე მხრიდან – გახსნილი. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25592 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25592]; წვდომის თარიღი: 2019-11-12