1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე იდგა ორსართულიანი კოშკი. ქვედა სართული შედგებოდა ორი ოთახისგან, დიდისგან და პატარისგან. მეორე სართულზე იყო ერთი დიდი ახალგარემონტებული ოთახი აივნით. მთლიანობაში კოშკის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. საჭირო იყო აქა-იქ კედლების გადაღებვა და კიბისა და ბუხრის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25597 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25597]; წვდომის თარიღი: 2019-10-17