ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25598

ფაქტი 25598

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე ძველი კარ-მიდამო წარმოადგენდა სამოთახიან ქვის შენობას კრამიტის სახურავითა და აივნით, რომელიც გარს უვლიდა ყველა ოთახს. საკმაოდ ძველი ნაგებობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა. კერძოდ, საჭირო იყო ბათქაშის გამაგრება გარედან და შიგნიდან, იატაკების, სახურავისა და აივნის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25598; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .