1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1912 წლის პირველი იანვრისთვის გამგეობის სალაროში 102 მან. და 53 კაპ. იყო. საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 294 მან., ილია ჭავჭავაძის მამულიდან – 168 მან., 20 ივლისს გამართული საღამოდან – 261 მან., წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიიდან – 150 მან., ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით – 61 მან. წიგნის მაღაზიის სავაჭრო თანხა 885 მანეთს შეადგენდა, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი დავითის შემოწირულობა – 50 მანეთს, სოფიო ზარაფიშვილის ვალი – 100 მანეთი. სულ 1912 წელს გამგეობის სალაროში შემოვიდა 2072 მან. და 39 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25602 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25602]; წვდომის თარიღი: 2019-11-12