1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, თელავში განყოფილების დაარსებისთანავე გამგეობამ სასამართლოში საქმე აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ, რომელიც განსვენებულ ილია ზარაფიშვილის ვალის – 2 000 მანეთის – სანაცვლოდ ზარაფიშვილის საზოგადოებისთვის ნაანდერძევ სახლებს ითხოვდა. საზოგადოების წარმომადგენელი სასამართლოში გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25603 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25603]; წვდომის თარიღი: 2019-11-19