1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ცდილობდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წევრთა რიცხვის გაზრდით, ვაჭრობის გაფართოებითა და გასართობი საღამოების გამართვით. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25607 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25607]; წვდომის თარიღი: 2019-10-14