ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25614

ფაქტი 25614

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის თაოსნობით გაიმართა 32 კაციანი წინასწარი კრება (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი), რომლის მიერ მიღებული დადგენილების 1-ლ პუნქტში განცხადებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის დაარსების გადაწყვეტილება. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა „თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის თერგის ოლქის ზემო და ქვემო ხევის თემთა საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება", გამგეობის ადგილსამყოფელი – ვლადიკავკაზი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25614; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .