ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25623

ფაქტი 25623

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა დაედასტურებინა, რომ თელაველებმა 1 800 მანეთი სახელმწიფო ბანკში შეინახეს. თელავის განყოფილებას სურდა, ეს თანხა მთავარ გამგეობას ყოველწლიურ ანგარიშში აღენიშნა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25623; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .