ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25736

ფაქტი 25736

1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ონისიმე ძოწენიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენა, რომ იმჟამად ძველი სასწავლო პროგრამა იცვლებოდა და ელოდნენ ახალს, ამიტომ არ იცოდა, რამდენი წიგნი და სასწავლო ნივთი იქნებოდა მომავალი წლისთვის საჭირო. განაცხადს ის დაწვრილებით წარმოუდგენდა ახალ სასწავლო პროგრამის მიღების შემდეგ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25736; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .