1910 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კავკავის განყოფილებას სკოლის სამზრუნველოს მიერ გასაყიდად ნისიად წაღებული წიგნების ანგარიში გაუგზავნა და სთხოვა, გაყიდული წიგნების ფული და გასაყიდი წიგნების სია მიეწოდებინათ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25778 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25778]; წვდომის თარიღი: 2019-09-20