1920 წლის 20 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებისთვის შეკრებილმა საზოგადოებამ სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. დრო ტყუილად რომ არ დაეკარგათ, სხდომაზე საზოგადოების წიგნსაცავიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გაცემის საკითხი მაინც განიხილეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25864 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25864]; წვდომის თარიღი: 2019-10-15