ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25886

ფაქტი 25886

1916 წლის სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებლად საზოგადოებისვე ბორბალოს სკოლის პედაგოგი ნატალია ბასილაშვილი დაინიშნა, რომელიც ბორბალოში დანიშვნამდე 4 წელი წილკნის სამინისტრო სკოლაში ასწავლიდა. ნატალია ბასილაშვილს გორის ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25886; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .