1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მომვლელისთვის 240 მანეთი შეიტანეს, ე. აგლაძის დასახმარებლად – 765, ოლღა ჭავჭავაძისას ბინის ქირისთვის – 45000, იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად ჟურალ „განათლებისთვის“ – 400, ჭრა-კერვის სკოლისთვის - 120, განათლების საზოგადოებისთვის - 120, განათლების ფონდისთვის - 1000.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25935 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25935]; წვდომის თარიღი: 2019-10-15