1912 წლის დასაწყისში კავკავის ქართველთა საკრედიტო ამხანაგობაში, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც იყო იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, საბჭოს თავმჯდომარე – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოანგარიშე – დ. გ. ხუმაროვი, ირიცხებოდა 588 წევრი, წლის განმავლობაში მიემატა 325 ამხანაგი. ამხანაგობის წლიური შემოსავალ-გასავლის ჯამი შეადგენდა 505,348 მანეთსა და 45 კაპიკს.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25938 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25938]; წვდომის თარიღი: 2019-10-15