1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში სკოლებისა და ბიბლიოთეკების მოულოდნელი ხარჯებისთვის 450 000 მანეთი შეიტანეს, პანთეონისთვის – 10 000, კლიშეების მოსავლელად – 6 000, წიგნსაცავის გამგისა და ბიბლიოთეკარისთვის – 51 100 მან., წიგნსაცავის გამგის თანაშემწისთვის – 45 180, მოსამსახურისთვის – 16 400, ფიქრის გორის მეეზოვისთვის – 360, წიგნების, გაზეთებისა და სხვადასხვა ნივთების შესაძენად კი – 50 000 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25940 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25940]; წვდომის თარიღი: 2019-10-14