ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25943

ფაქტი 25943

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში საწყობის გამგის ჯამაგირისთვის 70680 მანეთი შეიტანეს, მაღაზიის გამგისთვის – 54000, მაღაზიის პირველი გამყიდველისთვის – 61880, მაღაზიის მეორე გამყიდველისთვის – 42000, მოლარისთვის – 55680, მსახურისთვის – 39400, ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიებისთვის – 480, სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიებისთვის – 2200, გამგეობის წევრების სხდომის ჰონორარისთვის – 40000.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25943; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .