1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საერთო კრება ჩაითვლებოდა შედგენილად, თუ მას დაესწრებოდა რწმუნებულთა ერთი მეოთხედი ან 50 წევრი მაინც. თუ პირველად დანიშნული რწმუნებულთა კრება არ შედგებოდა ამ რაოდენობის დაუსწრებლობის გამო, უნდა დაენიშნათ მეორედ. ეს კრება დამსწრე რწმუნებულთა რაოდენობის მიუხედავად შედგენილად ჩაითვლებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25955 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25955]; წვდომის თარიღი: 2019-10-14