1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნების თითო ეგზემპლარი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, ხოლო დანარჩენი ზოგი დაურიგდა მოსწავლეებს, ზოგი კი დასარიგებელი იყო.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26037 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26037]; წვდომის თარიღი: 2019-11-15