1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „მამაცი მგზავრები“, „მე და მხატვარი“ (დედა ენა), „მუქთახორა“, „ოსტატი და შეგირდი“, „სიზმარა“, „ნაცარქექია“, „მეფე და მისი შვილი“, „ჭკვიანი ჩოჩორი“, „ზარმაცი ანდრია (ჯეჯილი)“, „ჭკვიანი ლორდი“, „შალვას თავგადასავალი“, „კოხტას დღიური“, „კეთილი მტერი“, „კურკა“, „ამირანი“, „კანფეტების ფულით“ (ნაკადული), „მებადურის შვილი“ (საკმაოდ ბუნდოვანი ნაწყვეტები რუსული „золотая рыбка"-დან), „გაჩაღდა“ (ნაწყვეტი გაზეთიდან).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26045 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26045]; წვდომის თარიღი: 2019-10-24