1881 წლის 3 დეკემბერს აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ სკოლას ესაჭიროებოდა 10-10 ცალი „ბუნების კარი“ და „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებელის ქრისტიანობრივის სარწმუნოებისა“, 30 – „დედაენა“, 20 – ასპიდის დაფა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26051 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26051]; წვდომის თარიღი: 2019-11-15