1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ 84 მოსწავლიდან ღარიბი იყო 2 ქალი და 25 ვაჟი, მათ საკუთარი სახსრებით არ შეეძლოთ წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების შეძენა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26052 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26052]; წვდომის თარიღი: 2019-11-15