ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26060

ფაქტი 26060

1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ რუისის სკოლის მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო ორჯერ, პირველად – 1879 წლის 6 ნოემბერს, მეორედ – იმავე წლის 2 დეკემბერს. წიგნები და ნივთები მიღებისთანავე ჩაიწერა სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის ჟურნალში და მოხმარდა მოსწავლეებს განურჩევლად შეძლებისა, თუ სიღარიბისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26060; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .