ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26075

ფაქტი 26075

1913 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელაველების მიერ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში წარდგენილი მოხსენების ასლი. მოხსენება ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26075; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .