ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26076

ფაქტი 26076

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის თავადაზნაურობამ 1911 წლის 13 ივნისს თავადაზნაურობის კრების დადგენილებითა და წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილების შუამდგომლობით გადმოიფორმა ილია ჭავჭავაძის მამული სათავადაზნაურო ბანკისგან, ხოლო 1912 წლის 3 იანვარს თელავის განყოფილებას ჩააბარა მოსავლელად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26076; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .