ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26093

ფაქტი 26093

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს მომავალი ქალთა ქართული სკოლის კომიტეტის თხოვნა. კომიტეტი საზოგადოებას ორ მომგებიან ბილეთს სთხოვდა. კრებამ დაადგინა ეს თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26093; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .