1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1914 წელს საწევრო თანხა და სხვა შემოსავლები შეადგენდა 956 მანეთსა და 17 კაპიკს, 1914 წლის 1-ლი იანვრისთვის დარჩა 293 მანეთი და 14 კაპიკი, სულ შემოსავალი იყო 1249 მანეთი და 31 კაპიკი, გასავალი შეადგენდა 1031 მანეთსა და 26 კაპიკს, 1915 წლის 1-ლი იანვრისთვის დარჩა 218 მანეთი და 05 კაპიკი. 1914 წლის ხარჯთაღრიხვა კრებამ ერთხმად დაამტკიცა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26143 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26143]; წვდომის თარიღი: 2019-07-19