1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების საზოგადოების კრებამ დაადგინა, რომ გულუხვი შემომწირველებისა და სხვა საპატიო პირების პატივსაცემად გამოეყოთ ძვირფას ყდაში ჩასმული წიგნი, სადაც სამახსოვროდ ჩაწერდნენ მათ სახელებსა და გვარებს. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა