ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26152

ფაქტი 26152

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ნივთები – 44 მანეთი და 57 კაპიკი, გათბობა-განათება – 13 მანეთი და 32 კაპიკი, სამკითხველოს გამგის ჯამაგირი – 144 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 89 მანეთი და 77 კაპიკი, წიგნების შეძენა – 55 მანეთი და 20 კაპიკი, ჟურნალ-გაზეთები – 100 მანეთი და 70 კაპიკი, თეატრის ხარჯები – 490 მანეთი და 25 კაპიკი, ავეჯი – 14 მანეთი და 30 კაპიკი, გამართული საღამოებიდან შემოსული თანხიდან ფონდისთვის გადაიდო – 22 მანეთი და 34 კაპიკი, მთავარგამეობა (10 % საწევრო ფულიდან) – 11 მანეთი და 10 კაპიკი, სულ – 985 მანეთი და 55 კაპიკი. გასავლის ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ (მახარობელის) მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26152; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .