1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა საზოგადოების ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენება და სთხოვა ყვარლის ილიას სახელობის ბიბლიოთეკის საქმეების მოწესრიგება. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26251 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26251]; წვდომის თარიღი: 2019-08-22