1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა და ელისაბედ გრიგოლის ასულმა საგინაშვილმა წ. კ. საზოგადოებას 700 მანეთი შემოსწირეს. ამ თანხიდან 300 მანეთი უნდა მოხმარებოდა ჯვრის აღმართვას ილია ჭავჭავაძის აღსრულების ადგილზე, ხოლო დარჩენილი 400 მანეთით ყვარელში მდებარე მამული უნდა შეეკეთებინათ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26307 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26307]; წვდომის თარიღი: 2019-08-18