1921 წლის პირველ იანვრამდე თევდორე რაზიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 120 მანეთი ჰქონდა მიღებული, შალვა ელიავას – 30, შალვა ტატიშვილს – 60, თამარ ძნელაძეს – 30, გერონტი ქიქოძეს – 10.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26448 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26448]; წვდომის თარიღი: 2019-10-14