1921 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1879 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აარსებდა სკოლებს, ხსნიდა ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, აარსებდა სტიპენდიებს, ბეჭდავდა სახალხო და სამეცნიერო წიგნებს და აგროვებდა კულტურის ნიმუშებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26450 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26450]; წვდომის თარიღი: 2019-09-20