1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1914 წელს ზესტაფონის განყოფილებაში საწევრო თანხის ნაშთი შეადგენდა 218 მანეთსა და 05 კაპიკს. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა