ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26571

ფაქტი 26571

1887 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლის შესახებ მოხსენება წარუდგინეს. ბათუმის სკოლა ქალაქგარეთ, ჭაობიან ადგილას მდებარეობდა და იქ ძალიან ცუდი პირობები იყო. სკოლის შენობა შედგებოდა ორი მცირე და ერთი მოზრდილი ოთახისგან, რომელსაც ძალიან თხელი კედლები ჰქონდა. ასეთ პირობებში სკოლაში სიარული დიდ თავგანწირვას მოითხოვდა, როგორც მასწავლებლისგან ასევე მოსწავლეებისგან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26571; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .