ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26575

ფაქტი 26575

1915 წლის 31 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადზანაურობას საზოგადო კრებაზე განუხილავს თელავის განყოფილებისთვის ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად 5600 მანეთის გადაცემის საკითხი. რადგან დეპუტატთა საკრებულოს ფული უკვე განაწილებული ჰქონია, საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თელავის განყოფილებას უნდა ესესხა 2000 მანეთი, რომელსაც შემდგომ თავადაზნაურობა დააბრუნებდა. დანარჩენ 3600 მანეთს თავადაზნაურობა 1915 წლის განმავლობაში მისცემდა თელაველებს. ომის დაწყებისა და ყველაფრის გაძვირების გამო თელავის განყოფილებამ ვერ ისარგებლა ორიათასმანეთიანი სესხით და მიზანშეწონილად ჩათვალა უკეთეს დრომდე მოცდა, თუმც მისი აზრით, ყოვლად დაუშვებელი იყო მამულის იმ მდგომარეობაში დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26575; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .