1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თელავის სკოლა, სადაც უსასყიდლოდ სწავლობდნენ ღარიბ-ღატაკთა შვილები, განყოფილებას 300 მანეთი უჯდებოდა. განყოფილებას უხდებოდა თელავის მაზრაში დაარსებული ხუთი სამკითხველოს შენახვაც. ამ პირობებში ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსავლელად სახსარი აღარ მოიპოვებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26579 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26579]; წვდომის თარიღი: 2019-12-06