კავკავის ქართული სკოლის (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, ცალკე გამოიყო საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც მომარაგდა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, მათ შორის იყო ჟურნალები – "ჯეჯილი" და "ნაკადული". მასწავლებლები შინ ატანდნენ წიგნებს წასაკითხად, მოწაფეები კი ვალდებულნი იყვნენ, წიგნთან ერთად, წაკითხულის შინაარსიც ჩაებარებინათ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26585 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26585]; წვდომის თარიღი: 2019-08-21