1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის შემოსავალ-გასავლიდან სალაროში დარჩენილი იყო 225 მან. 46 კაპ., გასართობი საღამოებიდან შემოვიდა 336 მან. 16 კაპ., საწევრო გადასახადის სახით − 258 მან., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სასტიპენდიო სარგებლიანი ქაღაღალდების პროცენტების სახით − 30 მან., ილია ჭავჭავაძის სახლიდან − 172 მან., შემოწირულობიდან − 71 მან. სულ შემოსულმა თანხამ 1122 მან. 62 კაპ. შეადგინა. 1914 წლის პირველ იანვრამდე წ. კ. საზოგადოების წიგნის მაღაზიის ვალი იყო 1185 მან., სოფიო ზარაფიშვილისა კი − 100 მან. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26593 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26593]; წვდომის თარიღი: 2019-10-15