ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26597

ფაქტი 26597

1913 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წიგნებით ვაჭრობის ანგარიში 1910 წლის 23 აგვისტოდან 1913 წლის 29 მაისამდე. დოკუმენტის მიხედვით, 1910 წლის 23 აგვისტოს თელავის განყოფილებას გაეგზავნა 429 სხვადასხვა წიგნი, საერთო ღირებულებით 493 მან. 41 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 4 მან. 40 კაპ. 11 სექტემბერს − გოგებაშვილის რჩეული წიგნები, 584 ცალი, საერთო ღირებულებით 38 მან., 19 სექტემბერს − სახელმძღვანელოები, 580 ც., საერთო ღირებულებით 148 მან. 40 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 1 მან. 30 კაპ. 1912 წლის 30 აპრილს მაღაზიაში დაიდო თ. აბაშიძის გადმოცემული წიგნები, 471 ც., საერთო ღირებულებით 113 მან. 55 კაპ. 16 აგვისტოს თელავის განყოფილებას გაეგზავნა წიგნები, 471 ც., საერთო ღირებულებით 354 მან. 90 კაპ. გაგზავნის ხარჯი იყო 2 მან. 90 კაპ. 2 სექტემბერს − 604 ც., ღირებულებით 56 მან. გაგზავნის ხარჯი − 1 მან. 5 კაპ., 5 ნოემბერს − ღირებულებით 27 მან. 40 კაპ., გაგზავნის ხარჯი − 70 კაპ., 1913 წლის 9 იანვარს − ღირებულებით 87 მან., გაგზავნის ხარჯი − 5 მან. 5 კაპ., 22 აპრილს − ღირებულებით 22 მან. სულ მთლიანმა თანხამ შეადგინა 1353 მან. 6 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26597; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .