1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ სურათებიან ხელნაწერს სხვა პატრონი, ფრიდონ წერეთელი, გამოუჩნდა. გამგეობამ ხელნაწერი წერეთელს დროებით დაუბრუნა. ის საზოგადეობას დაპირდა, რომ ხელნაწერს იმ პირობით დააბრუნებდა, თუ შემოწირულობას მისი სახელით მიიღებდა. როდესაც წერეთელმა ხელნაწერი დროზე არ დააბრუნა, თაყაიშვილი საჩხერეში ჩავიდა. ის კვლავ დაპირდა, რომ ხელნაწერს მალე დააბრუნებდა და დანაპირები შეასრულა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26634 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26634]; წვდომის თარიღი: 2019-09-19