1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა სიღნაღში, ლიხაურში, ლანჩხუთში, ონში, ოჩამჩირეში, ოზურგეთში, სამტრედიაში, სენაკში, სოჩაში, სოხუმში, სამურზაყანოში, ხაშურში, ხიდისთავში, ხონში, ქუთაისში, ტუაპსეში, ხაშმში, ფოთსა და ქვემო მაჩხაანში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26653 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26653]; წვდომის თარიღი: 2019-09-16