1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალი — 8042.62 მანეთი, ხოლო გასავალი 7444.24 მანეთი იყო. ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს გამგეობის დროებითმა მდივანმა მიხეილ ბურდულმა და ხაზინადარმა მოსე სულუხიამ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26698 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26698]; წვდომის თარიღი: 2019-08-22