1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ შემოსავალი იქნებოდა 289557.54 მანეთი, გასავალი კი — 127494.90 მანეთი. თანხაში არ შედიოდა 7500 მანეთი, რაც სეირნობებიდან და საქველმოქმედო კონცერტებიდან უნდა შემოსულიყო, და არც ეროვნული საბჭოსაგან მისაღები დახმარება 5000 მანეთის ოდენობით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26708 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26708]; წვდომის თარიღი: 2019-08-25