1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს სკოლებში მასწავლებლებს თვიურად — 400 მანეთი, რვეულების შესასწორებლად კი დამატებით 50 მანეთი დაენიშნათ, რომ გამგეობა პარლამენტის სასკოლო კომისიის მიერ დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობდა და ხელფასი გამგეობასაც 450 მანეთამდე უნდა გაეზარდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26715 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26715]; წვდომის თარიღი: 2019-08-18