1935 წლის 26 იანვარს გამოცემული ხელშეკრულების საფუძველზე ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, დაეწერა წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შემდეგ თემებზე: ბარათაშვილის წრე, ცნობები პოეტის მშობლებისა და ნაცნობების შესახებ, კრიტიკული ბიბლიოგრაფიული ლიტერატურა ბარათაშვილზე.

წყარო: ხელშეკრულება ქრისტინე შარაშიძესა და ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემის რედაქტორ აკაკი ჭყონიას შორის ნ. ბარათაშვილის აკადემიურ გამოცემისთვის სტატიის დაწერისა და ანაზღაურების შესახებ, 1935 | 26 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2672 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2672]; წვდომის თარიღი: 2019-10-19