1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ სარევიზიო კომისიის წევრებს მოახსენა, რომ განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სკოლებში უფრო რთული ვითარება იყო, ვიდრე საზოგადოების მიერ დაარსებულ სკოლებში. დარღვევების მიზეზად მან ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობდა ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26729 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26729]; წვდომის თარიღი: 2019-08-18