ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26745

ფაქტი 26745

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა სარევიზიო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება აკაურთის, ატენის, ბორბალოსა და გომარეთის სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. მან მიზეზად გამგეობაში სკოლების შენახვისთვის საჭირო თანხის უქონლობა და მუშაობის მსურველ მასწავლებელთა სიმცირე დაასახელა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26745; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .