1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფდა 68787.46 მანეთს, სასკოლო ხარჯისთვის — 47294.14 მანეთს, ბიბლიოთეკებში სახალხო სამკითხველოების მოსაწყობად — 3230-ს, მუზეუმებისთვის კი — 8183.30 მანეთს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26747 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26747]; წვდომის თარიღი: 2019-09-23