1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს აწვდის მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიას და სთხოვს, დაამტკიცოს იგი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად 1913 წლის 20 აგვისტოდან ამავე გიმნაზიაში. ის წერს, რომ აბდუშელიშვილის ასული არის გამოცდილი მასწავლებელი და რომ კარგად აქვს დაყენებული კლასში სწავლის საქმე, რაც მისი ბავშვების ცოდნიდან ჩანს. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2679 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2679]; წვდომის თარიღი: 2019-09-15